1. ზოგადი პირობები
1.1 წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას H2O Concepts -ის ინტერნეტ მაღაზია H2O.ge -სა (შემდგომში „მაღაზია”) და მაღაზიის მყიდველს (შემდგომში „მყიდველი“) შორის.
1.2 საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს მისი განახლება.
2. ანგარიშსწორების პირობები
2.1 შეკვეთის ფასი მოიცავს შეძენილი პროდუქციის ღირებულებას დღგ ს ჩათვლით.
2.2 პროდუქციის ფასი მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით.
2.3 საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული Visa და MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები. გადახდის უსაფრთხოება დაცულია ,,Verified by Visa” და ,,MasterCard Secure Code” ტექნოლოგიების გამოყენებით.
3. მიწოდება
3.1 ლოკაციიდან თვითგატანა
3.2 საკურიერო მომსახურება
3.2.1 სტანდარტული მიწოდება 2 სამუშაო დღეში
3.2.2 ექსპრეს მიწოდება იმავე ან მეორე დღეს.
4. პასუხისმგებლობა
4.1 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც მიადგა „მყიდველს“ ინტერნეტ – მაღაზიაში შეძენილი საქონლის არასათანადოდ გამოყენების შედეგად.
4.2 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოიშვა მესამე პირების არამართლზომიერი ქმედების შედეგად;
4.3 „მყიდველი“ პასუხისმგებელია მის მიერ ინტერნეტ – მაღაზიაში რეგისტრაციისას სარწმუნო მონაცემების მითითებაზე.
4.4 მყიდველი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას მართლზომიერად გამოიყენოს შეძენილი პროდუქცია.
4.5 ვებ-გვერდის ადმინისტრაცია იხსნის პასუხისმგელობას, მომხმარებლის მიერ საკრედიტო ბარათის კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების შემთხვევაში.
5. კონფიდენციალურობა
ვებ-გვერდი იღებს სრულ პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და არ გადასცეს ის მესამე მხარეს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საიტს არ გააჩნია წვდომა ანგარიშსწორებისას გამოყენებულ საგადახდო ბარათებზე. ბარათით ანგარიშსწორებისას ხდება გადამისამართება Unipay ის დაცულ გვერდზე, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის დაცვაზე.
6. დაბრუნების პოლიტიკა
ნივთის დაბრუნება
6.1 ნებისმიერი შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია თავდაპირველი შეკვეთის მიღებიდან 2 დღის ვადაში გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული კამონაკლისი შემთხვევებისა;
6.2 ნივთი დაბრუნებისას არ უნდა იყოს დაზიანებული, გამოყენებული ან გახარჯული სხვა შემთხვევაში ნივთი არ ექვემდებარება დაბრუნებას და შესაბამისად არ დაბრუნდება თანხაც;
6.3 დაბრუნებისას ნივთი შემოწმდება. ზემოხსენებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში ნივთი არ დაექვემდებარება დაბრუნებას და “H2O Concepts” იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს თანხა ან არ მოახდინოს გადაცვლა;
6.4 შეძენდან 2 დღის განმავლობაში ასევე შესაძლებელია, ნივთის გადაცვლა ნებისმიერ სხვა ფერსა თუ პროდუქტში, იმ შემთხევაში თუ არ არის დარღვეული ზემოხსენებული პირობები;
6.5 ფასდაკლების პერიოდში შეძენილი ფასდაკლებული ნივთები არ ექვემდებარება პროდუქტის თავდაპირებული ღირებულების დაბრუნებას;
6.6 თანხის ანაზღაურება მოხდება ნივთის დაბრუნებიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში, იმ შემთხვევაში, თუ ნივთი გაივლის შემოწმებას;
6.7 თქვენს საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნება წარმოადგენს თქვენი ბანკის პასუხისმგებლობას.
6.8 ნივთებზე პასუხისმგებლობა ჩვენს საწყობში მოტანამდე ეკისრება მომხმარებელს, ასე რომ დარწმუნდით რომ არ არღვევთ ზემოხსენებულ პირობებს;
6.9 ნივთის დაბრუნება უფასოა.
7.0 თანხის ანაზღაურება
7.1 თანხის ანაზღაურება მოხდება ნივთის დაბრუნებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ ნივთი გაივლის შემოწმებას;
7.2 თანხის დაბრუნება ხდება საკურიერო მომსახურების გამოკლებით;
7.3 გადაცვლის, დაბრუნების და თანხის ანაზღაურების დროს გათვალისწინებულია მხოლოდ შეძენის დროს არსებული ფასი.