FAQ

ხშირად დასმული კითხვები

ჰიდროგრაფია უნიკალური ტექნოლოგიაა რომელის საშუალებითაც შეგვიძლია მოვხატოთ ნებისმიერი მყარი ზედაპირი სასურველი ეფექტით. კატალოგში შესულია ისეთი ნახატები როგორიცაა კარბონი, მაკაგონი, კამუფლირება, ხის ეფექტი, მარმარილო, ცხოველის ტყავები და სხვა დასახელების სტრუქტურები.

ძალიან გამძლე! ჰიდრო ღებვის საწყისი ეტაპი საავტომობილო ღებვის ანალოგიურია, ჰიდროგრაფიკულად შეღებილ დეტალს ზუსტად იგივე გამძლეობა აქვს როგორც ქარხნული წესით შეღებილ ავტომობილს.  ტექნოლოგიით მოხატული დეტალი იფარება საავტომობილი კერამიკული ლაქით, რაც იმის გარანტიას იძლევა რომ დასრულებული პროდუქტი ძალიან გამძლე იქება.

თითქმის ყველაფრის, ნებისმიერი მყარი მასალის რომელიც ცალკეულია და წყალში ჩადება შეიძლება. 

დიახ, ინსტრუქცია მოთავსებულია H2O Dip Kit ში. ელექტრონული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ აქ 

პროცესი რთული არ არის, მაგრამ გამოცდილებას მოითხოვს. თუ ინსტრუქციას ზედმიწევნით სწორად შეასრულებთ, შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

არა, სირთულე დამოკიდებულია დეტალის ფორმებზე. ზოგ დეტალს მარტივი ფორმები აქვს, ზოგსაც კი რთული. 

დიახ, სანამ ჰიდრო ღებვის ეტაპამდე მიხვალთ, მანამდე აუცილებელია დეტალის მომზადება პროცესისთვის. პირველადი დამუშავება ყველაზე საყურადღებო ეტაპია, რადგანაც საბოლოო ხარისხზე აისახება. რამდენადაც კარგად და ხარისხიანად შეასრულებთ პირველ ეტაპს, მით უფრო უკეთესი ნამუშევარი გამოგივათ.

არა, შეგიძლიათ ნებისმიერი სუფთა წყალი გამოიყენოთ. 

პირველი: ავზი სადაც მოხდება იმერსია. 

მეორე: ვინტილირებული ადგილი სადაც მოახდენთ გრუნტის, საღებავის და ლაქის გაფრქვევას. 

მესამე: სახარჯი მასალები და აქსესუარები.

მეოთხე: ტექნოლოგიის შემსწავლელი 2 დღიანი კურსი. 

სასურველი ზომის ავზი შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ და ჩვენ დაგიმზადებთ მას. ასევე შეძლებთ შეიძინოთ ტექნოლოგიისთვის განკუთვნილი ყველა ტიპის სახარჯი მასალა, ისევე როგორც სხვა აქსესუარები. რაც მთავარია თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ გაიაროთ 2 დღიანი შემსწავლელი კურსი, სადაც დეტალურად შეისწავლით ყველა ეტაპს, ისწავლით ტექნოლოგიის საფუძვლებს, მიიღებთ რჩევებს და ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას. 

  


დიახ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ან გამოგვიგზავნოთ დეტალები სტუდიოში და ჩვენ მოვახდენთ მის იმერსიას.